რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის ვარიანტი რუსეთისთვის მიუღებელია – პესკოვი

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემპლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი 20 ნოემბერს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კრემლი, შესაძლოა, ფრონტის ხაზების გასწვრივ კონფლიქტის გაყინვას დათანხმდეს. პესკოვის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის ვარიანტი რუსეთისთვის მიუღებელია. მისივევ თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია უკრაინაში თავის დასახულ მიზნების მიაღწიოს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"ამ კონფლიქტის გაყინვის რაღაც ვარიანტი ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, რომლებიც ყველასთვის კარგადაა ცნობილი". - თქვა პესკოვმა.

20 ნოემბერს გამოცემა Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განიხილოს, მაგრამ იგი უკრაინისგან NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას ითხოვს და ასევე გამორიცხავს ტერიტორიების დათმობას.

გამოცემა Reuters-თან რუსეთის ხუთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა იმაზე ისაუბრეს, თუ რა პირობებზე შეიძლება დათანხმდეს პუტინი, თუკი ტრამპი კონფლიქტში შეთანხმების შუამავლობას შეეცდება. მათ განაცხადეს, რომ კრემლი შესაძლოა, ზოგადად კონფლიქტის გაყინვას ფრონტის ხაზების გასწვრივ დათანხმდეს.

სამი ანონიმური წყაროს მიხედვით, უკრაინის აღმოსავლეთი ოლქების - დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი - გაყოფაზე მოლაპარაკებებისთვის ადგილი შესაძლოა, იყოს.

კომენტარები