დღეს ვრჩებით აქ, ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს - თსუ-სთან საპროტესტო აქცია გაგრძელდება

ტაბულა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის და კოალიცია ცვლილებებისთვის ორგანიზებული საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაგრძელდება. ნიკა მელიამ თქვა, რომ "ბევრი ასეთი კერა" უნდა გაჩნდეს.

"გახსოვთ, გუშინ ჩვენგან მოისმინეთ, რომ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდებოდა პროტესტი აქ, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ამ უწყვეტ პროტესტს ვაგრძელებთ იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება და ამოცანა არის შემდეგი: უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით, არამხოლოდ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, არამხოლოდ ერთი კერა, ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს და აქ თითოეულ ჩვენგანზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული.

დღეს ვრჩებით იქ, სადაც უკვე ვართ, მაგრამ კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული, შესაძლებელია, რიგი მათგანი სპონტანურად და ამასთან დაკავშირებით, საქმის კურსში ჩაგაყენებთ"- თქვა ნიკა მელიამ.

კომენტარები