18 ნოემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ აშშ უკრაინისთვის რუსეთის კურსკის ოლქში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნისთვის გააკრიტიკა.
სიიარტოს თქმით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ "ახალი რეალობა შექმნა, რომელშიც ხალხი მშვიდობას მოითხოვს", ნაცვლად იმისა, რასაც უნგრეთი რუსეთთან ომის ესკალაციად მიიჩნევს.
"ომის მომხრე ძირითადმა ნაკადმა წამოიწყო საბოლოო, სასოწარკვეთილი თავდასხმა ახალ რეალობაზე". - წერს სიიარტო Facebook-ზე: "მათი ბოლო სასოწარკვეთილი მცდელობით, ეს ომის მომხრე ძალები არც კი ცდილობენ, თავი აარიდონ ყველაზე უარესს: უკრაინაში ომის გლობალურ მასშტაბზე გაფართოებას".
გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.