რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკი: იერიშების მიტანა სიტყვებით არ ხდება, რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Andrew Kravchenko/Bloomberg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა, რომლებიც ამბობდნენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკული შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანაზე შეზღუდვები მოუხსნა.

"დღეს ბევრი მედიაში ამბობს, რომ ჩვენ მოგვცეს ნებართვა, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ. მაგრამ დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან". - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას.

გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს.

კომენტარები