საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი სითხის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
აქამდე, ცესკოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
შსს-ს თქმით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
"ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი, თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას, ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება". - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





