თბილისის მერია

თბილსერვის ჯგუფს და თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელები ეყოლება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილსერვის ჯგუფის დირექტორისა და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოზიციებზე საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა - თბილსერვის ჯგუფის დირექტორის თანამდებობას გიორგი პაპავა დაიკავებს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის  ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი გახდება. 

"თბილსერვის ჯგუფის დირექტორის თანამდებობაზე მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე. გიორგი პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა და ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით". - თქვა კალაძემ სხდომაზე.

როგორც მერი აღნიშნავს, პაპავა წინა წლებში შესყიდვების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა, "უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიიის სამინისტროში და ა.შ. სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს". 

"რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას, იგი დაიკავა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ყოფილმა დირექტორმა, თამაზ ალიბეგაშვილმა. თამაზს მინდა, წარმატებები ვუსურვო. იგი ბიზნესტექნოლოგიების მაგისტრია, აქვს თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის გამოცდილებაც, რადგან ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა ვფიქრობ, ის წარმატებით გაართმევს თავს ახალ თანამდებობას და მინდა გულწრფელად წარმატებები გისურვოთ". - განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები