რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ნიკოალევზე იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

Pravda.ua

რუსეთმა ნიკოლაევზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, დაღუპულია 5 ადამიანი.

ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი კიმის თქმით, რამდენიმე შაჰედის ტიპის დრონი კერძო სახლს და საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.

დაღუპულთაგან 4 მსხვერპლი კერძო სახლის, ხოლო 1 კორპუსის მაცხოვრებლები არიან. გარდა ამისა, დაჭრილია ერთი ქალი.

ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ქალაქში გაჩნდა რამდენიმე ხანძრის კერა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს. 

კომენტარები