10 ნოემბრის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ბრიანსკის ოლქში არსებულ იარაღის საწყობზე იერიში მიიტანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დაფიქსირებულია არანაკლებ 8 აფეთქებისა. გარდა ამისა, საწყობის ტერიტორიაზე ორ ადგილას გაჩნდა ხანძარი.
მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების 1060-ე საწყობი ყოფილი სარაკეტო საარტილერიო განყოფილების 120-ე არსენალია. ზუსტად უცნობია თუ რა ტიპის იარაღი ინახება აღნიშნულ საწყობში.
რუსეთის მხარეს იერიშის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.