ისრაელელებზე თავდასხმა ამსტერდამში

ბორელი: მკაცრად ვგმობ ამსტერდამში ძალადობას, ანტისემიტიზმი და რასიზმი დაუშვებელია

ჯოზეფ ბორელი
European Union

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ამსტერდამში ისრაელელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე  ანტისემიტური თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ ნებისმიერი ანტისემიტიზმი ან რასიზმი ევროპულ ღირებულებებთან ფუნდამენტურად წინააღმდეგობაში მოდის. 

"მე მკაცრად ვგმობ ამსტერდამში ფეხბურთის მატჩის გარშემო ძალადობას. ანტისემიტიზმის ან რასიზმის ნებისმიერი გამოვლინება დაუშვებელია. ჩვენს საზოგადოებებში სიძულვილს ვერ შემოვიტანთ. ნებისმიერი ძალადობა რელიგიურ ან ეთნიკურ ნიადაგზე ევროპულ ღირებულებებს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება". - წერს ბორელი. 

გუშინ ღამით ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ისრაელური საფეხბურთო გუნდის, მაკაბი თელ-ავივისა, და ნიდერლანდური გუნდის, აიაქსის მატჩის შემდეგ ასობით ისრაელელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ.

ისრაელელი გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ამსტერდამის ქუჩებში  აიაქსთან მაკაბი თელ-ავივის მარცხის შემდეგ თავს დაესხნენ. ვიდეოებში ჩანს, რომ შენიღბული თავდამსხმელები პალესტინის დროშებს ატარებენ და პროპალესტინურ ლოზუნგებს ყვირიან.

კომენტარები