რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 4 რუსული რაკეტა და 62 დრონი გაანადგურა

8 ნოემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტა და 62 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე X-59/69 და ისკანდერის ტიპის რაკეტებით, ასევე 92 დრონით მიიტანეს იერიში.

შეტევა როსტოვის, ბელგოროდის, კურკის, პრიმორსკო-ახტარსკის, ორელის ოლქებიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან იყო კოორდინირებული.

საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია 4 ერთეული X-59/69 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა. გარდა ამისა ლოკაციურად დაკარგულია 26 დრონი.

საჰაერო სამიზნეები ოდესის, ნიკოლაევის, კიევის, სუმის, ხარკოვის, ჟიტომირის, პოლტავის, კიროვგრადის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და ივანო-ფრანკოვის ოლქებში გაანადგურეს.

თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდა საზენიტო სარაკეტო ჯარები, ავიაცია, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო ძალებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები