რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის თურქეთი გააკრიტიკა. ამის შესახებ მან თურქულ გამოცემა Hurriyet-თან საუბრისას თქვა.
„სამწუხაროდ, ანკარა კიევის რეჟიმთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობას აგრძელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად თურქულ იარაღებს იყენებს. შუამავლური მომსახურების შესახებ თურქეთის ხელისუფლების განცხადებების გათვალისწინებით, შეუძლებელია, ამან განცვიფრება არ გამოიწვიოს“. - თქვა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, იმის ფონზე, რომ დასავლეთის კიევს ეხმარება და უკრაინა მოსკოვთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, „საეჭვოა, რომ ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის თურქეთის, შუამავლური ძალისხმევები წარმატებას მიაღწევს“.
თუმცა, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი „აფასებს უკრაინული კრიზისი რეგულირების მხრივ თურქეთის ძალისხმევას“.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები Bayraktar TB2-ის ტიპის თურქულ დრონებს აქტიურად იყენებს.
2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ თურქული კომპანია Baykar, რომელიც Bayraktar TB-2-ის ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, $100 მილიონის ღირებულების ინვესტიციას უკრაინაში ჩადებს