რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთში 18 წლის პირს კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების გეგმისთვის 5.5 წელი მიესაჯა

ბოგდან დავიდენკო
Тихоокеанский флотский военный суд / VK

რუსეთში, 18 წლის ბოგდან დავიდენკოს სამხედრო კომისარიატის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მომზადების ბრალდებით 5.5 წელი მიესაჯა, ის 2023 წლის სექტემბერში დააკავეს. 

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის სამხედრო სასამართლომ ვლადივოსტოკის მცხოვრები ტერაქტის მომზადებასა და ტერორისტული საქმიანობისთვის წვრთნაში დამნაშავედ ცნო და საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში 5.5 წელიწადი მიუსაჯა. 

დავიდენკო 2023 წლის სექტემბერში დააკავეს. სასამართლო პრესრელიზის თანახმად, მან "სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების მიზნით" წვრთნები ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით გაიარა. გარდა ამისა, სასამართლო ამბობდა, რომ დავიდენკოს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ "უარყოფითი დამოკიდებულებით" და "რუსეთის ფედერაციის მოქმედი ხელისუფლების მიმართ უსიამოვნებით და მტრობით" ხელმძღვანელობდა. 

დავიდენკომ თქვა, რომ სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებას ომის გაპროტესტების მიზნით გეგმავდა, მაგრამ უარყოფს, რომ ამ მიზნით სწავლებას გადიოდა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებზე არაერთი თავდასხმა მოხდა. მათგან უმეტესობა უწყებების შენობებზე ცეცხლის წაკიდების მცდელობებს უკავშირდებოდა.

კომენტარები