ჩეხი ჟურნალისტი, რეი ბეისლი საქართველოში არ შემოუშვეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბეისლი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ბეისლის თქმით, მას გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე.
"22 ოქტომბერს, 19:30 საათზე, გაურკვეველი მიზეზების გამო უარი მითხრეს საქართველოში შემოსვლაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე - ეს მიუღებელია, ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც არ იციან, თუ რატომ არ მიშვებენ ქვეყანაში". - წერს ჟურნალისტი X-ზე





