ჩვენ არ გვქონია [საერთაშორისო პარტნიორებთან] ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს.
საქართველო-აშშ
ივანიშვილი პარტნიორებზე: ომის დასრულების შემდეგ, სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს
tbl.ge/6xvz
დაკოპირდა
ამბობს ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- კალაძე აშშ-სთან პარტნიორობაზე: ყველაფერი დალაგდება და გადაიტვირთება
- კობახიძე ზალკალიანის გადადგომაზე: მასზე სერიოზული ზეწოლა იყო
- კობახიძე აშშ-ზე: დროებითია, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და მათთან ვისაუბრებთ
- მდინარაძე აშშ-სთან პარტნიორობაზე: ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ
- მილერი: ოცნების გადაწყვეტილება ევროკავშირზე საქართველოს კონსტიტუციის ღალატია