შინაგან საქმეთა სამინსიტრო ქართული ოცნების აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელევს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.
პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან." - წერია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვები, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებ და მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.





