თბილისის საბაგირო

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა – კალაძე

თბილისში რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საბაგირო მანძილს 4 წუთში დაფარავს. 

"დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება - რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. [...] აშენდა ზედა სადგური, მოეწყო 5 საყრდენი ნაგებობა. მგზავრებს 21 ცალი 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს დაფარავს 4 წუთის განმავლობაში. საბაგირო გზა ერთი მიმართულების საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.

რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას გადაეცა" - ამბობს თბილისის მერი. 

 

კომენტარები