წინასაარჩევნოდ პირადობების ჩამორთმევა

რუსთავში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, პირადობის მოწმობებს ართმევენ

ქალაქ რუსთავში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, არჩევნების წინ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევენ. დასუფთავების თანამშრომლებს მთავარი არხის ჟურნალისტი ესაუბრა, რომელმაც მათ თავი ქართული ოცნების წარმომადგენლად გააცნო.

"მე იუსტიციაში მაქვს, ვადაგასული იყო ჩემი პირადობა და 25-ში მაქვს გამოსატანი და როცა გამოვიტან დიდი სიამოვნებით გადავცემ ქეთინოს. [...]

გაფრთხილებულები ვართ. [...]

მივცემ შვილო, აბა რათ მინდა..." - ასე უპასუხა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალისტის კითხვას, "გააფრთხილა თუ არა მისმა ხელმძღვანელმა პირადობებზე".

დასუფთავების სამსახურის სხვა თანამშრომლები აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანია თითო ბრიგადაში და რომ ყველა მათგანი ინფორმირებულია პირადობების ჩაბარებაზე.

"არ წამომიღია და ისე კი ჩავინიშნეთ, წაიღეს და გადაუღეს. [...]

ყველა ვიყავით, ხელი მოვაწერეთ და თან გადაუღეს ფოტოები."

ერთ-ერთი ბრიგადირის თქმით, "ყველა გაფრთხილებული მყავს, რას ლაპარაკობთ, ჩვენს სამსახურში ისეთი ის არის, ვიცი, რომელი სად აძლევს ხმას". 

კომენტარები