რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის უმაღლესმა რადამ ზელენსკის წარდგენილ "გამარჯვების გეგმას" მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ "გამარჯვების გეგმას" ერთხმად მხარი დაუჭირა.

"უმაღლესმა რადამ უკრაინის გამარჯვების გეგმა მიიღო. უკრაინის პარლამენტი ზელენსკის მიერ წარდგენილ გეგმას მხარს უჭერს. რადა სრულად ჩართული იქნება გამარჯვების გეგმის განხორციელებაში". - თქვა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა.

უკრაინის გამარჯვების გეგმა 5 ძირითად პუნქტს და 3 საიდუმლო დანართს მოიცავს:

1. უკრაინის NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანება

2. უკრაინისთვის გადაცემული დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება; უკრაინის სამხედრო ოპერაციის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა; პარტნიორებთან ერთად უკრაინის ცის დაცვა რუსული დრონებისგან; დასავლურ სადაზვერვო ინფორმაციებთან წვდომა; შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიღება.

3. უკრაინის ტერიტორიაზე არაბირთვული სტრატეგიული იარაღის განთავსება, რომელიც გამოყენებული იქნება მომავალში, რუსეთიდან წამოსული ნებისმიერი სახის საფრთხისგან დასაცავად;

4. უკრაინის ეკონომიკის და სამხედრო წარმოების მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების პარალელურად.

5. უკრაინელი სამხედროების გამოცდილების გამოყენებას NATO-სა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პირველი 4 პუნქტი ომის დროს, მეხუთე კი ომის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

კომენტარები