რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ნიკოლაევი დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ნიკოლაევის დაბომბვის შედეგები
Pravda.ua

15 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ნიკოლაევზე. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა 16 ადამიანი.

რუსული იერიშის შედეგად გაჩნდა რამდენიმე ხანძრის კერა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სარესტორნო კომპლექსი, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

"დაახლოებით 2:30 საათზე მტერმა სავარაუდოდ C-300 ტიპის რაკეტებით ქალაქზე იერიში მიიტანა. მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციაზე მუშაობენ". – წერს ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ვიტალი კიმი.

გარდა ამისა, კიმის თქმით საჰაერო თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის ოლქში 15 ოქტომბრის ღამეს 3 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები