კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა, რომ ოცნება აგრძელებს თავის "პრაგმატულ პოლიტიკას" - მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე "იდეალური ურთიერთობები სამეზობლოში".
"ჩვენთვის, ყველასთვის არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მოვახდინოთ როგორმე ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამეზობლოში გვქონდეს იდეალური ურთიერთობა". - თქვა კალაძემ
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს, თუ არა ოცნება რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს თბილისის მერმა უპასუხა:
"ჩვენ გადავდგამთ ყოველთვის ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირველ რიგში იქნება ჩვენი სამშობლოს ინტერესი და ჩვენი ხალხის ინტერესი". - კალაძემ კითხვის პასუხად ეს წინადადება რამდენჯერმე გაიმეორა.