ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ზურა ნიჟარაძე თავისუფალია - ამის შესახებ ინფორმაციას ნიჟარაძის დედა, ეკა მურცხველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"აი, დადგა ის დღეც,როდესაც ყველა დღეს გადავხაზავ ლოდინის და მონატრების კალენდარში.
ყველა მონატრებაც მივუშვი ნებაზე, ზურა თავისუფალია - მადლობა ადამიანებო, გვერდით რომ მედექით და მაძლიერებდით - დანარჩენს უკვე ზურა დაწერს" - წერს ნიჟარაძის დედა Facebook-ზე.
ზურა ნიჟარაძე 2023 წლის 11 ნოემბერს დააკავეს, მას პროკურატურა სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდა.