ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში

კუმისში ავტოავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუმისთან მომხდარ ავტოავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 7-მა პირმა სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები