Z-ბლოგერი, ეგორ გუზენკო, ასევე ცნობილი, როგორც ტრინადცატი, რუსეთში, ქალაქ ნოვოპავლოვკსში დააკავეს. გარდა ამისა, გუზენკოს თქმით, პოლიციელებმა მას დაკავებისას სცემეს.
"პირველად მოვედი სახლში და, აი, ასე დამხვდა მშობლიური ქალაქი". - თქვა გუზენკომ ვიდეოში, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან ჩაწერა.
გამოცემა Осторожно, новости-ის ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, Z-ბლოგერი კონცერტზე დააკავეს, რომელიც ნოვოპავლოვსკის დღის პატივსაცემად ტარდებოდა.
გუზენკოს დაკავების ოფიციალური მიზეზი უცნობია.
რუსულ პროკრემლისტურ ტელეგრამ-არხებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიები მოჰყავთ. Mash-ის მტკიცებით, გუზენკო კონცერტზე შენიღბული იმყოფებოდა და პოლიციელებმა მისი მოხსნა სთხოვეს, Z-ბლოგერმა კი მათ ჩხუბი დაუწყო. Shot-ის ვერსიით, გუსენკო იარაღის გამოყენებით ხულიგნობის გამო დააკავეს.
მანამდე, სექტემბრის დასაწყისში გუზენკომ თავის არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ რუსეთი "ხელში მოღალატეებმა ჩაიგდეს".
მოგვიანებით, ვიდეო წაიშალა და არხზე გაჩნდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმადაც Z-ბლოგერის "ჯგუფმა" ვიდეო არხიდან აიღო, მომხდარი კი გუზენკოს "ემოციურ" ბუნებას დააბრალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 2021 წელს გუზენკოს ხულიგნობის ბრალდებით შინაპატიმრობა მიესაჯა, რომელიც მან 2022 წელს დაარღვია და რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წავიდა.





