სტუდენტური მოძრაობის ლიდერის, ნიკო მანაგაძის თქმით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ ასწავლის, ხოლო ამ დროისთვის, კობახიძის კურსი თსუ-ში გაუქმებულია.
მანაგაძის მტკიცებით, ამის მიზეზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, 2024 წლის 25 მაისიდან, ივლისის ჩათვლით, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ გამართული სტუდენტური საპროტესტო აქციებია.
"მაშ ასე, ხვალ პირველი შაბათი დღე იქნება თსუ-ში კობახიძის ლექციის გარეშე - მისი კურსი გაუქმებულია.
წინა სემესტრი ძლივს ჩაამთავრა ყოველკვირეული პროტესტების ფონზე და როგორც ჩანს, მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტში ამით დასრულდა. მიზანი მიღწეულია.
რასაც ვამბობდით, შესრულებულია - ლექტორად წოდებული მხდალი სუბიექტის, რომელიც უნივერსიტეტში ყოველ შაბათს ტიტუშკებით დადიოდა და სტუდენტებზე ორგანიზებულ თავდასხმებს ახორციელებდა, ადგილი უნივერსიტეტში არ არის!
გასულ სემესტრშიც გაძლებაზე იყო იმის მიუხედავად, რო მის ლექციაზე ფაქტობრივად აღარცერთი მისი რეალური სტუდენტი აღარ შედიოდა, იხტიბარს არ იტეხდა (როგორი სანახავია რო პრემიერ კაცს პროტესტის ნიშნად სტუდენტები ცარიელ აუდიტორიებს ახვედრებენ) და ამიტო საკუთარი პარტიული "ახალგაზრდული ფრთის" ტარება უხდებოდა, იმათ ასმენინებდა ლექციებს და ასე ავსებდა აუდიტორიას სანახევროდ.
იმათაც საქმე აქვთ ახლა, კამპანიას ატარებენ და აღარ ცხელათ კობახიძის ლექციებზე საჯდომად თუ გარეთ საბირჟაოდ. თავად ამ მხდალ სუბიექტსაც ამოუვიდა ყელში ასე საცოდავად “უსტუდენტო” უნივერსიტეტში ბოდიალი და მხოლოდ ლექტორის სტატუსის შესანარჩუნებლად საკუთარ თავთან გაჯინიანება, ჩაამთავრა ძლივს ყოველკვირეული უმწვავესი პროტესტების ფონზე გასული სემესტრი და ამიერიდან ახლოსაც აღარ აპირებს თსუ-ის კედლებთან გაკარებას.
ახლა მგონი იმაზეც გაცემულია პასუხი, რა აზრი ჰქონდა იმ სტუდენტურ პროტესტს/აქციებს, რომელიც ყოველკვირეულად ხვდებოდა უნივერსიტეტში მოსულ ივანიშვილის პრემიერად წოდებულ სათამაშოს და ამგვარი დისკომფორტით გამოწვეულ წნეხს.
მეორე მხრივ, ბოლო დღეებს ითვლის მისი ძალაუფლებაში ყოფნის ვადა, შესაბამისად, ისედაც ლოგიკური იყო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მისი მხრიდან". - წერს მანაგაძე სოციალურ ქსელში.





