რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსულმა ჯარმა დონეცკში ქალაქ უგლედარის ოკუპაცია შეძლო

უგლედარის სატელიტური სურათი, 21 სექტემბერი, 2022
2024 Planet Labs Inc./via REUTERS

ანალიტიკური პროექტი DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის ოლქში ქალაქი უგლედარის ოკუპაცია მოახერხა. ამის შესახებ მანამდე დონეცკის ოლქის გუბერნატორმაც განაცხადა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ მასალებში რუსი ჯარისკაცი ჩანს, უგლედარის ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის დროშით დგას.

"მტერი უკვე თითქმის ქალაქის ცენტრთანაა" - განაცხადა უკრაინულ ტელევიზიაში ოლქის გუბერნატორმა, ვადიმ ფილაშკინმა.

მანამდე უკრაინის 72-ე მექანიზებული ბრიგადის დრონების ბატალიონის მეთაურმა, ანდრიი ნაზარენკომ განაცხადა, რომ უგლედარში უკრაინული მხარე სამხედროებისა და შეიარაღების მხრივ ნაკლებობას განიცდიდა.

"ვითარება უგლედარში ძალიან რთულადაა, ყველაზე რთულია, რადგან იერიშები უკვე ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება და მტერი მუდამ ცვლის რიგებს ახალი, გაწვრთნილი ძალებით". - განუცხადა ნაზარენკომ გამოცემა Reuters-ს.

ნაზარენკოს თქმით, მისი დანაყოფი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქალაქიდან ქვეითების უკან დასახევად "ფანჯარა" შეენარჩუნებინათ.

კომენტარები