რუსული რეჟიმი

ზურაბიშვილი: ივანიშვილმა ომი გამოუცხადა პარტნიორებს, რათა მოსკოვის გვერდით დამდგარიყო

კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად იანვრიდან გვაქვს ანტი-ევროპული და ანტი-დასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო - იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფომრალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით სათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო.

ბრალს სდებდა რა, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ - თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" გამართულ ჩვენებაზე.

დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში რუსეთის მიერ ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ დისკუსია გაიმართა.

კომენტარები