ჩვენ თუ მივიღეთ 2-3 %, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეს საქმე არ გამოგვდის და თავი უნდა დავანებოთ. [...]
მართლა რომ დავინახოთ, რომ ამ ჩვენს მუშაობას არ გამოუღია ისეთი შედეგი და ვერ გადავლახეთ ბარიერი, ეს ხო ჩვენთვის არის უბრალოდ მკაფიო სიგნალი.
თუ ეს იქნება პატიოსნად ჩატარებული არჩევნები, არის მკაფიო სიგნალი, რომ "წაბრძანდით სახლში" და ჩვენ ამას მივიღებთ მშვიდად, ჩვენი სინდისი იქნება დამშვიდებული. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მართლა ეს გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ თუნდაც ამ დარჩენილ ერთ თვეში, რომ აი, ამის თქმის, პატიოსნად ამის თქმის საშუალება გვქონდეს, მაგრამ მე ამის არ მჯერა.
იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი დებს, რომ ქართველი ხალხი არის იდიოტი, გესმით? და ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ამაზე არ დებს ფსონს. და არც ვდებდით და სულ გვეტყობოდა ეს, რომ ამაზე არ ვდებდით, პირიქით, ვცდილობდით, რომ ამომრჩევლისთვის მართალი გვეთქვა, ხშირად გაგვეღიზიანებინა სიმართლის თქმით.





