კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა

ვაშაძე: 384 ათას პენსიონერს საპენსიო სესხებს პირველი დეკემბრისთვის გავუნულებთ

როცა ვსაუბრობთ გაჭირვებაზე ქვეყანაში, პირველ რიგში გვახსენდება საპენსიო ასაკის ადამიანები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ვეტერანები - ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ დღეს ქვეყანაში იმიტომ, რომ სამსახური საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის კი არა, არასაპენსიო ასაკის ადამიანებისთვის არ არის სამწუხაროდ და ახალგაზრდა ადამიანებისთვის არ არის და შემოსავალი ძალიან ცოტაა.

ამიტომ ჩვენს ხუთპუნქტიან გეგმაში, ერთიანობის ხუთპუნქტიან გეგმაში, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საკითხი არის, როგორ დავეხმაროთ პენსიონრებს, როგორ გავუმართოთ ხელი და როგორ გამოვასწოროთ ის უსამართლობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის.

სამი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩადებული: პირველი ეს არის, საპენსიო სესხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავანულოთ და გადავუხადოთ 384 ათას პენსიონერს. 

დღეს 384 ათასი პენსიონერი, როგორც ასაკით პენსიონერი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ასევე ვეტერანები, სოციალურად დაუცველები იხდიან საპენსიო სესხს. 384 ათასი ადამიანი - თვეში 70, 80, 90, 100 ლარი. აქაც ვსაუბრობდით დაწყებამდე და ვისაუბრებთ, დღეს იმისთვის ვართ, რომ მოგვისმინოთ, ყველას გადავუხდით აუცილებლად პირველი დეკემბრისთვის. [ ...]

მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა არის 100 ლარიანი პენსია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, ასაკით პენსიონრებისთვის და ვეტერანებისთვის. [...]

1000 ლარი! ყოველ წელიწადს 200-200 ლარით გაიზრდება პენსია და მიაღწევს 1000 ლარიან ნიშნულს [...]

და მესამე, ეს არის მედიკამენტები. მედიკამენტზე პენსიონერი არ უნდა ფიქრობდეს. როგორც კი მას დასჭირდება წამალი, უფასოდ უნდა შეეძლოს მას წამლის შეძენა. 

თქვა კოალიცია ერთიანობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები