გუშინ რაც მოვისმინე გამოხმაურება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსგან და მეორე ორგანიზაციისგან [აირჩიე ევროპა] ისინი ადასტურებენ, რომ ისინი წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ - ისინი ამისთვის იყენებენ რესურსებს, ფინანსურ რესურსებს (ეს ჩანს კიდევაც, ამას ღიად აკეთებენ), ამიტომ ანტიკორუფციულ ბიუროს საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, რომ ისინი მიეჩნია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
სხვათაშორის, ეს გუშინ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმაც აღნიშნა - ის ნორმები, რომლის საფუძველზეც იქნა მიჩნეული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად; ეს ნორმები თავის დროზე, თავად საერთაშორისო გამჭვირვალობის, საიას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით აქვს მიღებული.
ასე რომ, ეს მათი სტანდარტი არის და მათივე სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ.
საერთო ჯამში, არავის შეზღუდვა არ ხდება, ყველას შეუძლია აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია, უბრალოდ თუ ეს წინასაარჩევნო აგიტაცია არის უნდა გაასაჯაროვოს ამის ფინანსები - ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში.





