სერბეთი

მადრიდში სერბეთის ელჩს უცნობი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

სერბეთის ელჩი ესპანეთში, ირენა სარაკი
Printskrin Tviter/MSP

ესპანეთში სერბეთის ელჩს, ირენა სარაკს მადრიდში თავს დაესხნენ. ინფორმაციას გამოცემა Politico სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც ერთ-ერთი სერბული გამოცემა იუწყება, სარაკს ცენტრალურ მადრიდში, ქუჩაზე, რომელზეც იგი ცხოვრობს, უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. 

მომხდარს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარკო დურიჩი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"უმკაცრესად ვგმობ მადრიდის ცენტრში მომხდარ მზაკვრულ თავდასხმას ჩვენს ელჩზე, ირენა სარაკზე. მსგავსი ძალადობრივი აქტები მიუღებელია და პასუხი სწრაფი რეაგირებით უნდა გაეცეს" - წერს დურიჩი X-ზე. 

ირენა სარაკი ესპანეთში სერბეთის ელჩის თანამდებობას მიმდინარე წლის აპრილიდან იკავებს

კომენტარები