საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ვაკანსიებს აცხადებს 23 სპეციალობაში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და  წევრ-კორესპონდენტთა ასარ­ჩევად ვაკანსიებს აცხადებს, ჩამონათვალში სულ 23 სპეციალობის ვაკანსიაა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემი­კოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში". 

ხოლო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად "შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეც­ნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვი­თარებაში".

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცნობით, საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის 2024 წლის 9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. 

კომენტარები