გერმანია

გერმანიის ერთ-ერთი შტატის არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD-მ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ულტრამემარჯვენე AfD (ალტერნატივა გერმანიისთვის) პარტიის ლიდერი, ბიორნ ჰიოკე

გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თურინგიის შტატში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე AfD პარტიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

გამარჯვებულმა AfD-მ არჩევნებში ხმების თითქმის მესამედი (32.8%) მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას 9%-ით გაასწრო.

ამ შედეგით, გერმანიაში ულტრა-მემარჯვენე პარტიამ შტატის საპარლამენტო არჩევნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, პარტიის ლიდერებს ნაკლებად აქვთ იმედი, რომ შტატის ხელისუფლების ფორმირებას შეძლებენ, რადგან სხვა პარტიები მათთან კოალიციის შეკვრაზე უარს ამბობენ.

 

კომენტარები