ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებს მათთვის მიწოდებულ იარაღს, მათ შორის, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურლებს.
"თუ გვინდა, უკრაინას დავეხმაროთ მატერიალურად, მომარაგებით და არა საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობით, მაშინ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ეს იარაღი". - აღნიშნა პაველმა.
ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, რომ არა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესია, კიევს არ მოუწევდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განხორციელება.
"შესაბამისად, მთავარი კარტი პრეზიდენტი პუტინის ხელშია. მას შეუძლია ომი ერთ ღამეში დაასრულოს". - დაამატა პაველმა.





