რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინამ პირველი ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტა შექმნა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
Sergei Chuzakov/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა აგრძელებს თავდაცვითი ინდუსტრიული კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა პირველი ბალისტიკური რაკეტა.

"ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის ტესტირება წარმატებით დასრულდა. მსურს მივულოცო ეს მიღწევა ჩვენს თავდაცვით ინდუსტრიულ კომპლექსს". - თქვა ზელენსკიმ. 

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას ვერ გაამხელს, თუმცა, ამ ინფორმაციის გაჟღერება გადაწყვიტა, რათა ხალხმა "დააფასოს ის ადამიანები, რომლებიც თავდაცვის სფეროში 24/7-ზე მუშაობენ".

მანამდე, 24 აგვისტოს ზელენკიმ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის არმიის წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს უკრაინული წარმოების ჰიბრიდული ტიპის დრონი სახელწოდებით – Паляниця.

კომენტარები