მარნეულის ბაზრობაზე ერთი პირი დაჭრეს.
მთავარი არხის ინფორმაციით, ფეხის არეში დაჭრილი შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და 236-ე - იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით.





