უკრაინელები ვალებს მუდამ აბრუნებენ. და ის, ვინც ჩვენს მიწას უბედურებას უსურვებდა, ამას საკუთარ სახლში მიიღებს. პროცენტებით. მას, ვისაც ჩვენს მიწაზე ბოროტების თესვა სურს, ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის. ეს წინასწარმეტყველება არაა, არც სხვისი უბედურების გახარება, არც ბრმა შურისძიება, ეს არის კანონზომიერება. სამართლიანობა. ბუმერანგი ბოროტებისთვის...
დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის 33-ე იუბილეს აღვნიშნავთ. და ის, რაც ჩვენს მიწაზე მტერს მოჰქონდა, ახლა მას სახლში დაუბრუნდა. და ის, ვისაც სურდა ჩვენი მიწები ბუფერულ ზონად ექცია, უნდა ფიქრობდეს, რომ საკუთარი ქვეყანა არ გადაიქცეს ბუფერულ ფედერაციად.





