რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, N19 გამოსასწორებელ კოლონიაში მომხდარი ბუნტის ოთხივე მონაწილე ლიკვიდირებულია. ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, მათი ლიკვიდირება რუსეთის ეროვნული გვარდიის (როსგვარდია) მიერ დაწყებული შტურმის დროს მოხდა.
ვოლგოგრადის ოლქშში მდებარე კოლონიაში ბუნტი დღეს დაიწყო, რის შედეგადაც ციხის ადმინისტრაციის, სულ მცირე, 3 თანამშრომელი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამასთან, თავდამსხმელებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი რამდენიმე ბადრაგი.
BAZA-ს ინფორმაციით, თავდამსხმელები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ აშშ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბუნტის ორგანიზატორები თავს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებად აიდენტიფიცირებდნენ.