გერმანია

გერმანიის ჩრდილოეთში უცნობი დრონები შენიშნეს, ვარაუდობენ, რომ რუსი დივერსანტები მართავენ

რუსი სამხედრო Орлан-10 ტიპის დრონით, საილუსტრაციო ფოტო

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ქალაქ ფლენსბურგში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალურ მიწაზე გაურკვეველი დრონების გამოჩენის შემდეგ გამოძიება დაიწყეს.

Bild-ის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენა, სულ მცირე, 8 აგვისტოს დაიწყო. მაშინ დრონები შენიშნეს საწარმოო-ეკონომიკურ ზონაში, სადაც გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და ექსპლუატაციიდან გამოსული ატომური ელექტროდადგური მდებარეობდა.

გერმანული მედია Spiegel-ი წერს, უპილოტო საფრენ აპარატებს საწარმოო ზონაში თითქმის ყოველ საღამოს ხედავენ. პოლიციის დრონები შემთხვევის ადგილზე მათ ასაბეჭდად დროულად ვერ მიდიან, რადგან გაურკვეველი აპარატების სიჩქარე დაახლოებით 100 კილომეტრი საათია.

Bild-ის ცნობით, დრონები ბოლოს 20 და 22 აგვისტოს შენიშნეს, რის გამოც შლეზვიგ-ჰოლშტაინის პოლიციამ თანამშრომლების ნაწილის საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

Bild-ი წერს, რომ ინფორმაცია დრონებთან დაკავშირებით საქმის საბოტაჟის ბრალდებით აღძრის შესახებ დაუდასტურეს.

მედიების ცნობით, წინასწარი ვერსიით, დრონებს შესაძლოა ჩრდილოეთის ზღვაში მცურავი სამოქალაქო ხომალდებიდან რუსი დივერსანტების ჯგუფი მართავდეს. გერმანიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ შენიშნული დრონები რუსული Орлан-10-ები არის, რომელთაც 500-600 კილომეტრზე ოპერირება შეუძლიათ.

კომენტარები