რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი მზად არის აგვისტოს ბოლოს კურკსის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდეს.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთს IAEA-სთან მჭიდრო კონტაქტი აქვს. გროსის ვიზიტთან დაკავშირებით კი მუშაობა მიმდინარეობს.
"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნოსთან და ამ სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რაფაელ გროსისთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ბირთვული ობიექტების – როგორც კურსკის, ასევე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართ მუდმივ პროვოკაციებთან დაკავშირებით". - თქვა ზახაროვამ.





