გერმანია

გერმანია აშშ-სგან ახალი თაობის ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას შეისყიდის

Patriot-ის სარაკეტო სისტემები ერთ-ერთ გერმანულ სამხედრო აეროპორტში
Axel Heimken/picture alliance/Getty Images

გერმანია აშშ-სგან ახალი თაობის ასობით ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტას შეისყიდის. აღნიშნული რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით გამოიყენება.

ამ პაკეტის ფარგლებში გერმანია, ჯამში, $5 მილიარდის ოდენობის რაკეტებს შეისყიდის აშშ-სგან.

მანამდე, გერმანიამ ამერიკული RTX-სგან $2.4 მილიარდის ოდენობის Patriot-ის სარაკეტო ბატარეა შეიძინა. 

"[გაყიდვა] ხელს შეუწყობს გერმანიის მიზანს, გააძლიეროს ეროვნული და ტერიტორიული თავდაცვა, ისევე, როგორც აშშ-სა და NATO-ს ძალებთან გამარტივებულად თანამოქმედება" – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. 

კომენტარები