თბილისის მერიის ცნობით, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება 10 დღის განმავლობაში, ცალმხრივად შეიზღუდება.
"სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება". - ნათქვამია განცხადებაში.





