რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტის აკრძალვა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. შესაბამის განცხადებას რუსეთის მთავრობა ავრცელებს.
"გადაწყვეტილება სეზონური მოთხოვნის გაგრძელების და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის პერიოდში საწვავის ბაზარზე სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად მივიღეთ". - წერია მთავრობის განცხადებაში.
მინისტრთა კაბინეტის განმარტებით, შეზღუდვა გავლენას არ მოახდენს საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
რუსეთის ხელისუფლებამ ბენზინის ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება თავდაპირველად თებერვალში მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, დროებით შეზღუდვას 1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემოქმედა, თუმცა, მაის-ივლისში ღონისძიება "საავტომობილო ბენზინით შიდა ბაზრის გაჯერების და ცალკეული საწარმოების მიერ ნავთობის გადამუშავების მოცულობის შემცირების თავიდან ასაცილებლად" შეჩერდა.





