რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელგოროდის ოლქში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა.

გლადკოვის ტქმით, ეს გადაწყვეტილება საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ხელმძღვანელ ალექსანდრ კურენკოვთან გამართული სხდომის შედეგად მიიღეს.

აქამდე, 14 აგვისტოს ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გლადკოვი ამბობდა, რომ სიტუაცია ძალიან რთული და დაძაბული რჩებოდა.

ბელგოროდის ოლქი გამუდმებით ხდება უკრაინული დრონების სამიზნე, კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად კი ვითარება უფრო დამძიმდა.

კომენტარები