ეროვნული ნაკრები

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს,  15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

"ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია" - წერს ეროვნული ნაკრები.

7  სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა გაიმართება - საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. 

კომენტარები