ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ოლქის ტერიტორიაზე რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
"ვითარება ჩვენს ბელგოროდის ოლქში კვლავ რთული და დაძაბულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან არის ყოველდღიური დაბომბვები. სახლების ნგრევა, დაჭრილი და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა." - თქვა გლადკოვმა.
გუბერნატორის თქმით, საგანგებო მდგომარეობა მოსახლეობის დაცვისთვისა და დამატებითი დახმარების გასაწევად წესდება.
გლადკოვმა აღნიშნა, რომ სამმართველო კომისიას მინართა თხოვნით, რომ რეგიონულის ნაცვლად ოლქში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
ბელგოროდის ოლქი გამუდმებით ხდება უკრაინული დრონების სამიზნე.





