რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: რუსეთის თავდაცვა კურსკში "წარმატების" საჩვენებლად ძველ ვიდეოებს აქვეყნებს

გამოცემა The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების მასალები
The Insider

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურსკის ოლქში "წარმატების" დემონსტრაციისთვის ძველ ვიდეოებს აქვეყნებს. ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული მედია The Insider წერს.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ვიდეოების ნაწილი ყალბია. ისინი სხვა დროს და სხვა ადგილებშია გადაღებული.

10 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს "როგორ მიიტანეს იერიში კურსკის ოლქში МИ-28 ტიპის ვერტმფრენებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე". რეალურად ვიდეო კრემენსა და ჩასოვი იარშია (ლუგანსკი) გადაღებული.

მარცხნივ "კურსკის ოლქში ВСУ-ზე იერიშის კადრი", მარჯვნივ კრემენის და ლუგანის ოლქის რუკის ფოტოები

9 აგვისტოს უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თითქოს ჩანს, როგორ ბომბავენ რუსი სამხედროები უკრაინულ პოზიციებს. როგორც გაირკვა იგივე ვიდეო 14 ივლისს არის გამოქვეყნებული.

ერთი და იგივე ფოტო, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ 14 ივლისს და 10 აგვისტოს გამოაქვეყნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ყალბ მასალებს ყველაზე ხშირად სამთავრობო მედიები TACC და RIA ავრცელებენ.

კომენტარები