რუსეთი-ირლანდია

რუსეთი იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში დასახელდა, რომლებიც ირლანდიაში ჯაშუშობას ცდილობენ

euractiv

ირლანდიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ძალების, გარდა სიოჩანას უსაფრთხოებისა და დაზვერვის ბიუროს (An Garda Síochána's Security and Intelligence Bureau) ცნობით, რუსეთი იმ ქვეყნების მცირე სიაში შედის, რომლებიც აქტიურად ჯაშუშობენ ირლანდიაში.

RTÉ's This Week-თვის მიცემულ ინტერვიუში, კომისრის მოადგილემ და სახელმწიფო უსაფრთხოების განყოფილების მეთაურმა, მაიკლ მაკელგუნმა თქვა, რომ ისინი განსაკუთრებით შეწუხებულები არიან იმ სახელმწიფოებით, რომლებიც ირლანდიაში ბოროტი განზრახვებით ჯაშუშობენ.

მაკელგუნის თქმით, ეს სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთი, აქტიურად უჭერენ მხარს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს და აღვივებენ მოსახლეობაში მთავრობისადმი უნდობლობას. მისი თქმით, ისინი ასევე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ, რაც ირლანდიის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია.

ირლანდიის უშიშროების და დაზვერვის ძალები ევროპის სხვა სადაზვერვო ორგანოებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და აკონტროლებენ ეჭვმიტანილი ჯაშუშების გადაადგილებას ქვეყნის საზღვარზე.

"სამყარო ასე მუშაობს, ჩვენ ვალდებულები ვართ გამოვიკვლიოთ და გავაკონტროლოთ მტრულად განწყობილი სახელმწიფოებიდან წამოსული საფრთხეები, რაც ჯაშუშობასაც მოიცავს. ჩვენ მზად ვართ კონკრეტულ საფრთხეებზე დაკვირვებისთვის. რუსეთი ჩვენს ინტერესებში მოქცეული ქვეყნებიდან ერთ-ერთია". - თქვა ირლანდიის სახელმწიფო უსაფრთხოების განყოფილების მეთაურმა.

კომენტარები