აშშ-ირანი

Washington Freedom Beacon: კონგრესმენებმა ჰარისს მისი უსაფრთხოების მრჩევლის ირანულ კავშირებზე მიმართეს

Jim Watson/AFP via Getty Images

რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა, ტომ კოტონმა და ელის სტეფანიკმა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტსა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ფილ გორდონის პროირანული კავშირების შესახებ მიმართეს. მათი თქმით, გორდონი ირანის მთავრობის გავლენის ქსელთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ამაზე გამოცემა Washington Free Beacon წერს.

ჰარისისადმი მიწერილ წერილში კოტონი და სტეფანიკი ინფორმაციას ითხოვენ ფილ გორდონის „კავშირებზე არიანე ტაბატაბაისთან, თავდაცვის დეპარტამენტის უფროს მაღალჩინოსანთან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეობდა აშშ-ში ირანის რბილი ძალის გაფართოების მიზნით ირანის მთავრობის მიერ ჩატარებულ ოპერაციაში“.

კანონმდებლები ვიცეპრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გორდონის პროირანული გავლენებისა და არიანე ტაბატაისთან კავშირის შესახებ გამჭვირვალედ ისაუბრონ.

ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციისთვის ირანის ხელის შემწყობები, დამშოშმინებლები და თანამზრახველები უცხონი არ არიან. ტაბატაი თავდაცვის დეპარტამენტში მუშაობას განაგრძობს და სენსიტიური სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელობაში როლს ასრულებს. FBI გამოძიებას ატარებს ირანში თქვენი განსაკუთრებული ელჩის, რობერტ მელის მიერ თეირანისთვის კლასიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის შესახებ და თქვენს განსაკუთრებულ ელჩს, ამოს ჰოხშტაინის ჰეზბოლასთვის ისრაელის იერიშების შესახებ ინფორმაციის სავარაუდოდ გადაცემის საფუძველზე იძიებს, რაც შესაძლოა სულ რაღაც წინა კვირას მოხდა“. - წერია კონგრესმენების მიერ ჰარისისადმი მიწერილ წერილში.

კანონმდებლები წერილში აღნიშნავენ, რომ გორდონი ტაბატაისთან, სულ მცრე, სამი სტატიის თანაავტორია, რომლებიც ირანის რეჟიმზე სანქციებს აკრიტიკებს და, როგორც კანონმდებლები წერენ, „ირანული რეჟიმის თვალსაზრისსა და ინტერესებს დაუფარავად ემხრობა“.

გარდა ამისა, როგორც Washington Free Beacon წერს, გორდონს „ახლო კავშირი აქვს ეროვნულ ირანულ ამერიკულ საბჭოსთან (NIAC)“, რომელიც კოტონისა და სტეფანიკის თქმით, ირანული გავლენის ორაგნიზაციაა და სავარაუდოდ თეირანთან თანამშრომლობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2018 წელს მელისთან დაწერილ პუბლიცისტურ წერილში გორდონი წერდა, რომ „ირანის წინააღმდეგ სანქციები აშშ-ს ინტერესებს წინ არ წასწევს“.

სტეფანიკის აზრით, ეს და სხვა ნაწერები „კამალა ჰარისის ანტიისრაელური, პროირანული აგენდის სიღრმეს“ ააშკარავებს.

„ბოლო წლიდან მოყოლებული, თავდაცვის დეპარტამენტისგან ირანის რეჟიმის მიმდევრებისთვის მთავრობის მაღალი რანგის პერსონალის ინფილტრაციის საშუალების მიცემისთვის ანგარიშვალდებულებას ვითხოვ. ბაიდენისა და ჰარისის პოლიტიკა, რომელიც ირანის დაშოშმინებასა და ისრაელის მიტოვებას გულისხმობს, მხოლოდ გაუარესდება, თუ კამალა ჰარისი და მისი ირანის დამცველი პერსონალი დაწინაურდება. ანგარიშვალდებულების მოთხოვნაში კოტონს ამაყად ვუერთდები“. - წერს სტეფანიკი.

Washington Free Beacon წერს, რომ თუ ჰარისი გაიმარჯვებს და გორდონი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება, სავარაუდოდ, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერება ახალი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი გახდება.

გამოცემა Semafor-ი სპარსულენოვან სატელევიზიო არხის, Iran International-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა მაღალჩინოსნებმა უცხოელი მკვლევრებისა და აკადემიის წევრებისგან შემდგარი ქსელი, Iran Experts Initiative, დააარსეს, რომელიც ირანის დიპლომატიური მდგომარეობის გამოსწორებას ისახავდა მიზნად.

გამოცემის თანახმად, ქსელის წევრებს შორის რობერტ მელიც და არიანე ტაბატაბაი იყვნენ.

კომენტარები