ეგვიპტელმა მოფარიკავე ნადა ჰაფესმა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი თვის ორსულმა იასპარეზა. მოფარიკავემ ამის შესახებ თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
ჰაფესმა ამერიკელ ელიზაბეთ ტარტაკოვსკის პირველ რაუნდში 15-13-ით მოუგო. შეჯიბრს მე-16 რაუნდში სამხრეთ კორეელ მეტოქესთან, ჯეონ ჰაიოუნგთან წაგების შემდეგ გამოეთიშა.
"პოდიუმზე თქვენ ორი მოთამაშე გეჩვენებოდათ, სინამდვილეში კი სამნი ვიყავით! მე, ჩემი კონკურენტი და ჩემი ჯერ არდაბადებული პატარა! მე და ჩემს პატარას გვქონდა როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური გამოწვევები. ორსულობა თავისთავად რთული ატრაქციონია, თუმცა სპორტსა და სიცოცხლეს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად ბრძოლა არ იყო დაძაბული, არამედ ამად ღირდა. ამ პოსტს ვწერ იმის გამოსახატად, რომ მერვედფინალში გამარჯვება ჩემს არსებას სიამაყით ავსებს!" - წერს ჰაფესი სოციალურ ქსელში.





