Air china

ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს დაიწყებს

თბილისის აეროპორტი

TAV Georgia-ს ინფორმაციით, უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს.

ავიაკომპანია თბილისი - ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800 - ით შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ასრულებს.

2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern Airlines-მა საქართველოსა და ჩინეთს შორის 19 991 მგზავრი გადაიყვანა.

2023 წელს Ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 48 304 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი მატებაა. 

კომენტარები